მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით თბილისში ორ ლოკაციაზე აქცია მინდინარეობს. მონაწილეები მედიაზე მომხდარ ფიზიკურ ძალადობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ “ამ ქვეყანაში მთავრობა მედიას კლავს”.

აქციის მონაწილეები მთავრობას პრემიერ-მინისტრის გადასაყენებლად დროს ხვალ, 12:00 საათამდე აძლევენ. შესაბამისი განცხადება პარლამენტთან აქციაზე გაკეთდა.

„მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა გვარიამიას თქმით, თუ ხვალ 12:00 საათამდე ხელისუფლების სრული შემადგენლობა პრემიერ – მინისტრის მეთაურობით და სუს-ის ხელმძღვანელი არ გადადგება, პარლამენტის წინ ხვალ 18:00 საათზე აქცია კვლავ გაიმართება. „ჩვენ მივეცით ვადა ხელისფულებას ხვალ 12:00 საათამდე, ჩვენთვის მისაღები გადაწყვეტილება ერთადერთია და ეს არის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა პრემიერი ღარიბაშვილის მეთაურობით და სუსი ხელმძღვანელის ლილუაშვილის გადადგომა. აღნიშნული მოთხოვნა თუ არ იქნება შესრულებული ხვალ, ვიკრიბებით ისევ აქ 18:00 საათზე“, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი