მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს მოქალაქრ დაიღუპა.

„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი