სენაკში მამაკაცი დაჭრეს

სენაკში, ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით, მტევანსა და თითებზე აქვს მიყენებული. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ირკვევა, დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნივთის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას მოჰყვა, რაც დაჭრით დასრულდა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ამ ეტაპზე მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.უწყების ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი