პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს


პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების ორგანიზებული აქცია მინდინარეობს, რომელიც საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებამდე ოპოზიციონერმა ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა „მსვლელობა თავისუფლებისთვის” გამართეს, რითაც ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

კერძოდ, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან გაემართნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – ფილარმონიიდან, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი „რუსთაველის“ მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ სწორედ აღნიშნული ადგილიდან დაიძრნენ.

დღევანდელ აქციაზე, ოპოზიციონერი ლიდერები თავიანთ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ გააჟღერებენ და საზოგადოებას სამოქმედო გეგმებს გააცნობენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი