სააკაშვილი 61 კილოა – გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი „ძალიან სუსტად“ არის.

„ერთადერთი რაც, ვიცი, გუშინ აწონეს და მისი წონა 61 კილოა. არის ძალიან სუსტად, რადგან ადამიანი 24 საათი არ დგება, ფაქტობრივად, არ მოძრაობს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთ ადგილზე ვერ დააბამდი, ახლა ასეთ მდგომარეობაშია – არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს, რომელმა თამაშმა და მსახიობობამ“, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი