კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში დღეს შემოვიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართება, მას ჯანდაცვის მინისტრი გახსნის.
როგორც ცნობილია, საქართველოში ვაქცინა ეტაპობრივად შემოვა.