შეუძლიათ გადაიხადონ გირაო და ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან დღეს – პრემიერი

პრემიერის თქმით, ნიკანორ მელიას, მის ოჯახს ან მის თანაპარტიელებს შეუძლიათ გირაო გადაიხადონ ნებისმიერ დროს და მელია გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს.

მისი თქმით, ამ საკითხზე პროკურატურამ „ნათელი განმარტება გააკეთა“.

ამასთან, ღარიბაშვილი გამოეხმაურა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს. პრემიერის შეფასებით, ეს ანგარიში არის პასუხი ბარლდებებზე, რომ არჩევნები გაყალბდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი