2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595.0
ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 330.4 (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა
51.8 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 474.7 ლარი (გაიზარდა 10.7 პროცენტით);
⦁ მშენებლობა – 2 304.9 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 229.1 ლარი (გაიზარდა 11.3პროცენტით).