სენაკში მიკროავტობუსს ხე დაეცა

სენაკში, მიკროავტობუსს ხე დაეცა, რის შედეგადაც 3 ადმაიანი დაშავდა.

დაშავებული 3 პირიდან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მკურნალობისთვის ქუთაისში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკა „არქიმედეს“ სამედიცინო დირექტორის, მარეხ ადანაიას თქმით, პაციენტებს სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის, სახის და ქვედა კიდურების ძვლების მოტეხილობები აღენიშნებათ.

მისივე თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი