სოფელ რუხში სახლი დაიწვა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

დამწვარია 80 მ² ფართობი.

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი