უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ნალექი და ყინვა საქართველოში – ქვეყანაში დღეიდან, 12 იანვრის ჩათვლით,
ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან ძლიერად ითოვებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალიდან სამი დღის განმავლობაში, დასავლეთში სიცივეს და ნალექს ძლიერი ქარიც დაემატება.

უამინდობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ნისლის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო შეზღუდვები უკვე დაწესდა – მათ შორის არის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთი, სადაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გომბორზე კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურებისსაწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.

“როგორც დასავლეთ, ისე – აღმოსავლეთ საქართველოში ღამე ყინვა გაძლიერდება და დღის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში იქნება 1-6 გრადუსის ფარგლებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში დღე -1 +3 გრადუსი. 

თბილისში მცირე თოვლი იქნება, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება -3, ხოლო დღისით +2 გრადუსამდე გათბება ჰაერი,” – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების მთავარი სინოპტიკოსი ნონა ელისაშვილი. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი