უკრაინაში, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი მათი თანამებრძოლები ავრცელებენ.
როგორც ცნობილი ხდება, ქართველი მებრძოლები უკრაინაში, ბახმუტთან დაიღუპნენ.
ბახმუტთან საქართველოს 2 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საელჩოც და განმარტავს, რომ განხორციელდება საჭირო პროცედურები.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. უკრაინაში რუსეთის ომს 36 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.