ძაღლის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანის შემთხვევაში პატრონი 150 ლარით დაჯარიმდება

ძაღლის ღია სივრცეში – ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე გაყვანაზე ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს

ცვლილებების მიხედვით, წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი