მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-თან ერთად, ახალ ინოვაციურ პროექტს ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“- ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ურთას ადმინისტრაციულ ერთეულში, მარტოხელა ბენეფიციართან იმყოფებოდა. მობილური ჯგუფის წევრებმა ბენეფიციარს საცხოვრებელი გარემო მოუწესრიგეს და სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.
ურთაში მცხოვრებ ბენეფიციარს რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ვიზიტის დროს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებაც გაეწია.
სამიზნე ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი – მარტოხელა ხანდაზმულები წარმოადგენს, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები.
პროექტი 30 ბენეფიციარზეა გათვლილი. ჯამში განხორციელდა 120 ვიზიტი.