ლაშა გოგია ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”-ს წარმომადგენლებს შეხვდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“-ს რეგიონალურ დირექტორს, გოგა თოფურიასა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერს, ტაპი ზაქარიაძეს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხებს.

შეხვედრაზე ლაშა გოგიამ ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის. მხარეებმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პრიორიტეტულობაზეც ისაუბრეს.

,, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ უფლებამოსილია ანაკლიაში ააშენოს, განავითაროს და ოპერირება გაუწიოს ღრმაწყლოვან ნავსადგურს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი