ხობში სახლი დაიწვა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გაჩენის დროს ერთსართულიან ხის სახლში ქალი იმყოფებოდა, თუმცა მან გამოსვლა მოასწრო და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და პოლიცია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი