20 იანვრიდან ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვრიდან კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

„20 იანვრიდან 23 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიაღწიოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი