ჯარისკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის პირველ რიგითმა, საკონტრაქტო მოსამსახურემ მორიგეიბისას მისივე ავტომატიდან გაისროლა, რის შედეგადაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სამხედრო პოლიცია გამოძიებას ატარებს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მომხდარი სავარაუდოდ, ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული ფაქტის გამო და ოჯახს უსამძიმრებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი