01 თებერვალს, სამეგრელოში, “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ენერგომომარაგება შეეზღუდება

1 თებერვალს, სამეგრელოში, “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ენერგომომარაგება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი –  11:00-15:00 საათამდე  1249 აბონენტს   სოფლებში კორცხელი, ზედაეწერი, ბაში და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა – 11:00-15:00 საათამდე 390 აბონენტს მონაცვლეობით სოფლებში კეთილარი, ანჯელის მასივი, ნორიო, განკარში.

მარტვილი – 11:00-16:00 საათამდე 981 აბონენტს სოფლებში მუხურჩა, ვედიდკარი, ბანძაში.

წალენჯიხა – 12:00-18:00 საათამდე 49 აბონენტს ქ.წალენჯიხაში  ფიფიას, წმ.ნინოს, სოხუმის ქუჩებზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი