ფოთში ქმარმა ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა

ფოთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.

გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.

დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი