1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლას I-დან VI კლასის მოსწავლეები დაიწყებენ

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებებლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

“იქ, სადაც დღეს დისტანციურადაა სწავლა და 1-ელი ოქტომბრიდან ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში გაგრძელდება საკლასო ოთახებში სწავლა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამასთან, განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მშობლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად გააგრძელონ, ამის შესაძლებლობა ექნებათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი