ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვალების გამო, 12 სექტემბერი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო. გლოვის დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ე.წ. სახელმწიფო დროშები იქნება დაშვებული, ასევე გაუქმდება გასართობი ღონისძიებები.
სამოქალაქო პანშვიდი ქალაქ გუდაუთაში მდებარე კულტურის სახლში გაიმართება.
გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია გარდაიცვალა. ავარია ფსოუ-ენგურის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.