ირაკლი ბერაია: “ოცნება” ბიზნესის განვითარებისთვის მორგებული საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განხორციელებას აგრძელებს

ირაკლი ბერაიას  თქმით, აღნიშნული ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანდარტებთან ითვალისწინებს.

“საბაჟო კოდექსის პროექტი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.

საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში”,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

განხორციელებული ცვლილებების შედეგად გამარტივდება საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორს შეუმცირდება საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯები, შეიქმნება ერთნაირი საბაჟო რეგულირების გარემო, მარტივი და სამართლიანი წესები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი