13 აგვისტოს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 13 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს შემდეგ მუნიციპალიტეტებშ მცხოვრები აბონენტების ნაწილს:

ზუგდიდი – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1064 აბონენტს სოფლებში:ჭითაწყარი,ცაიში,ონარია,ოდიში,ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებს,ასევე აღმაშენებლის ქუჩას.

მარტვილი – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 721 აბონენტს სოფლებში:აბედათი,ნახუანო და სალხინო,ასევე მშვიდობის,ანჯაფარიძის,ლერმონტოვის და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხა – 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში 1386 აბონენტს სოფლებში: ლია,ფახულანი,ჯგალი და მიმდებარე სოფლებს, ასევე ბ.შანავას,ვ.შანავას და მიმდებარე ქუჩებს.

აბაშა – 11:00-დან 15:00 საათამდე 118 აბონენტს სოფელ ნაესაკოვოში.

სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტთა  ენერგომომარაგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი