13 მარტს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგონში, “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში:
ფოთი – 11:00-14:00 საათამდე 250 აბონენტს ქ.ფოთში 9 აპრილის ხეივანს და გეგიძის ქუჩას.
სენაკი – 11:30-18:00 საათამდე მონაკვეთში ორ-ორი საათით 1580 აბონენტს სოფლებში: ნოსირი, ზანა, თეკლათი და მიმდებარე სოფლებს, ქალაქ სენაკში ჭყონდიდელის, ხუბულავას, ასათიანის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე სამხედრო დასახლებას.
მარტვილი – 11:30-18:00 საათამდე პერიოდში მონაცვლეობით 330 აბონენტს სოფლებში: აბედათი, ნახუნაო და გაჭედილი.
აბაშა – 11:00-14:00 საათამდე 28 აბონენტს სოფელ: წყემში.
წალენჯიხა – 13:00-14:20 საათამდე ორჯერ ოც-ოცი წუთით 1 128 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, კალანდიას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებს.
12:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2 797 აბონენტს სოფლებში: ეწერი, საჩინო,ობუჯი და მიმდებარე სოფლებს, ასევე ლევან ll დადიანის, უბილავას, ფიფიას და მიმდებარე ქუჩებს.
მესტია –10:00-დან 18:00 საათამდე 35 აბონენტს სოფლებში: ლახამი, ტობარი, იდლიანი,ზედა მარღი და დიზი. 14:00-16:00 საათამდე 16 აბონენტს სოფლებში: ახალშენი, ფარი, ეცერი, ბოგრეშის და ჯონდო ხაფთანის ქუჩას.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.