პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, აქციის მონაწილეები სექტას შეადარა.
“ამდენი დღის განმავლობაში თვითონ ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, რაოდენობა დაახლოებით ასეთია, შესაბამისად, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ, ამ ერთობამ”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, როდესაც იკრიბებიან ყოველგვარი მიზნის გარეშე და იციან, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, ეს სექტის საქმიანობის ერთგვარი ფორმაა.
„როდესაც რიტუალებს ატარებ ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველგვარი მიზნის გარეშე, იცი, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევ და ყოველგვარ შედეგზე ორიენტაციის გარეშე, მიზნის გარეშე იკრიბები ასეთი ფორმით, ეს არის ნამდვილად ერთგვარი სექტის საქმიანობის ფორმა, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება“, – აღნიშნა პრემიერმა.

