გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო–პროჯორჯიას“ ქსელში.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:
ფოთი. 09:30დან 19:00საათამდე – აბონენტებს აღმაშენებლის, ფარნავაზ მეფის, დანელიას, დუმბაძის, სამეგრელოს მოედანს, აგრარულ ბაზარს და მიმდებარე ტერიტორიას, 9 აპრილის ხეივანს და მიმდებარე ქუჩებს.
ზუგდიდი. 10:00დან 19:00საათამდე აბონენტებს ერისთავის, კრილოვის, აღმაშენებლის, ესებუას, ბერანძის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ჭითაწყარს. 11:00დან 19:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით -აბონენტებს სოფლებში ნარაზენი, ჭაქვინჯი, ხეცერა,ახალსოფელი, დარჩელი, ცაცხვი, ცაიში და მიმდებარე ქუჩებს.
ხობი. 11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში საჯიჯაო, ახალი ხიბულა,ხეთა, პირველი მაისის, ხამსიქური და მიმდებარე სოფლებს, ხობში კოსტავას, 9 აპრილის, დადიანის, ბერიას და მიმდებარე ქუჩებს. 11:00დან 19:00საათამდე სოფელ ხამისქურს.
მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

