14, 15 და 16 ოქტომბერს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
14 და 15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 09:00-18:30 საათამდე 398 აბონენტს სოფლებში ჩხორია, ტყაია, ლია და მიმდებარე სოფლებში.
16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 11:00-14:00 საათამდე 657 აბონენტს ქ.ზუგდიდში სოხუმის, გრანელის, დავით ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ რუხის ნაწილში.
11:00-16:00 საათამდე 1701 აბონენტს სოფლებში რუხი, რიყე, ტყაია, ნაწულუკუ და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.