ლაშა გოგია – ნაცატუს ახალი საბავშვო ბაღი და გზა ექნება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ნაცატუში, მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ ბერანძე წარუდგინა.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების 4 წლიანი გეგმა გააცნო.

ლაშა გოგიამ ადგილობრივებთან შეხვედრაზე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება 4 წლიანი გეგმის მიხედვით დაგეგმილია ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში.

„უმთავრესი პრობლემა რაც ამ სოფელში იყო ეს გზების მოუწესრიგებლობა გახლდათ. ჩვენ დავიწყეთ გზების მოწესრიგება და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. თითოეული თქვენი საჭიროება გათვალისწინებულია 4 წლიან გეგმაში, რომელიც უკვე გაწერილია და დამტკიცებულია. 2018 წელს, ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში, ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზიდან, ნაცატუს მიმართულებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება, რისთვისაც ჯამში 1,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც სოფელს აწუხებს ეს ბაღის მშენებლობაა და პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ექნებათ. დაიწყება წყალმომარაგების სამუშაოები. მოეწყობა სოფლის ცენტრი და დამონტაჟდება გარე განათება,“ – განაცხადა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

2013 წლიდან დღემდე, ნაცატუს ადმინისტრაციულ ერთეულში, მოეწყო სანიაღვრე არხები, ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზიდან, ნაცატუს მიმართულებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი განხორციელდა. ასევე მოწესრიგდა შიდა გზები.

2017 წელს წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რისთვისაც 302 117 ლარი დაიხარჯა. კეთილმოეწყო სოფლის ცენტრი და რეაბილიტირდა მინის სტადიონი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი