14 და 15 ოქტომბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ქსელში. 

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 14 ოქტომბერს 09:00დან 19:00საათამდე აბონენტებს – სოფლებში   ცაცხვი, ხამისკური, ცაიში, დიდინეძი, ურთა. 10:00დან 19:00საათამდე აბონენტებს – სოფლებში  ოდიში, ერგეტა, ანაკლია, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებს, ზუგდიდში წერეთლის, ჩიტაძის, ჟვანიას და მიმდებარე ქუჩებს.

15 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

სენაკი. 10:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ხორში, მენჯი, ბათარია, სენაკში ღვინჯილიას ქუჩას.

ფოთი. 10:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს ჭავჭავაძის, სააკაძის, ყაზბეგის, სამეგრელოს, ფიროსმანის, რუსთავისა და მიმდებარე ქუჩებს.

ზუგდიდი. 10:00დან 19:00საათამდე აბონენტებს – სოფლებში ცაიში, ოქტომბერი, ცაცხვი, ინგირი,  ზუგდიდში სერგიას, თამარ მეფის, რუსთაველის, 9 მაისის, სააკაძის, შენგელიას და მიმდებარე ქუჩებს.11:00დან 17:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ყულიშკარი, ჭაქვინჯი, გრიგოლიში, ჯიხაშკარი, კოლხიდა და მიმდებარე სოფლებს.

აბაშა. 11:00დან 18:30საათამდე- მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში ქოლობანი, ტყვირი, მარანი.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი