14 დეკემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო პრო ჯორჯია” ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ელექტროენერგია შეეზღუდება შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:00 საათამადე 327 აბონენტს სოფელ ყულიშკარში. 10:40-18:30 საათამდე 1349 აბონენტს სოფლებში ორულუ, დიდი ნეძი, აბასთუმანი, ნარაზენი და მიმდებარე სოფლებში, ასევე ხობში სოფელ თორსა-დღვაბაში. 11:30-18:30 საათამდე 1168 აბონენტს მონაცვლეობით სოფლებში ორსანტია, კოკი.
ჩხოროწყუ – 12:00-15:00 საათამდე 162 აბონენტს სოფელ ლესიჭინეში.
აბაშა – 12:00-16:00 საათამდე 75 აბონენტს სოფლებში ეწერი, სუჯუნა. 12:00-15:00 საათამდე 8716 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, რუსთაველის, აკაკის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში მარანი, მაიდანი, ნაესაკოვო, სეფიეთი და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი – 11:40-17:40 საათამდე 999 აბონენტს სოფლებში დღვანა, კურზუ, გაჭედილი, ბალდა და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 09:00-18:00 საათამდე 542 აბონენტს სოფლებში ლია, ფახულანი, ტყაიაში. 11:00-17:30 საათამდე 798 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ფიფიას, წმ.ნინოს, სოხუმის ქუჩებზე, ასევე სოფლებში საჩინო, ეწერი, დაბა ჯვარი.
ფოთი – 11:00-12:00 სათამდე 990 აბონენტს ქ.ფოთში ნინოშვილის, აკაკის, წმ.გიორგის და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-15:00 საათამდე 318 აბონენტს ჭანტურიას, ლოლუას, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე.
მესტია – 12:30-18:00 საათამდე 3 აბონენტს სოფელ ახალშენში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.