წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით დევნილთა ჩასახლებაში სასმელი წყალი ვარგისია

ზუგდიდიში ლაღიძის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში სასმელი წყალი ვარგისია და ჯანმრთელობისთვის საშიში არა არის. ამის შესახებ ზუგდიდის მერია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიული დასკვნაზე დაყრდნობით აცხადებს.

დევნილებს ინფორმაცია პირადად გააცნო ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ. მერის მოადგილის განცხადებთ, სასმელი წყლის ვარგისიანობაზე მონიტორინგი მუდმივად განხორციელდება.

დევნილთა ჩასახლებას წყლის პრობლემა ჰქონდა, დასახლებას წყალსაქაჩზე ელექტრო ენერგიის დავალიანების გამო წყალი რამდენიმე დღე არ მიეწოდებოდა. თუცა ხელისუფლების ჩართულობით დევნილებს წყალმომარაგება აღუდგათ. დევნილების ნაწილი აცხადებდა, რომ წყალი სასმელად უვარგისი იყო და მის ლაბორატორიულ შემოწმებას ითხოვდნენ

კომენტარები

დატოვე კომენტარი