14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლებზე და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.

სახელმწიფო დროშებითაა მორთული დადიანების ზუგდიდის და სალხინოს სასახლეები, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, სვანური კოშკი მესტიაში, სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი, დროშები გამოფენილია მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებზეც.

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა.

დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად.

კომენტარები

დატოვე კომენტარი