15 ივნისს საქართველოში სოფი ლორენი ჩამოდის

მსოფლიო კინო ლეგენდა სოფი ლორენი საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას ნინოს ურგულაძის საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ ავრცელებს.

ფონდ ”ნატვრისხის” 15 ივნისის ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში მსოფლიო კინო-ლეგენდა, მსახიობი სოფი ლორენი, როგორც საპატიო სტუმარი, შეუერთდება.

“მან სრულიად უსასყიდლოდ გამოთქვა სურვილი გვერდში დაგვიდგეს ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი, მხარი დაუჭიროთ ”ნატვრის ხეს” და ჩვენთან ერთად იბრძოლოთ პატარების სიცოცხლის გადასარჩენად, მოგვმართეთ…”, – აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი