დღეს პატრიარქმა 1116 ბავშვი მონათლა

სამების საკათედრო ტაძარში 43-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდა. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და სააღდგომო ეპისტოლე გადაეცათ.

ნათლობის დასრულები სშემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა.

„გილოცავთ კვირაცხოვლობას და ნათლისღებას, ღმერთმა დალოცოს ჩემი ნათლულები, მათი მშობლები და სრულიად საქართველო“, – ბრძანა პატრიარქმა.

დღეისთვის უწმინდესს 27 310 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი