16 ივლისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 10:00დან 18:30საათამდე – აბონენტებს ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, იაგო ზარქუას, ჭალდიდიელისა და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ახალსოფელს. 12:00დან 18:30საათამდე – აბონენტებს ზუგდიდში სანქტ-პეტერბურგის, ერევნის, საირმის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი. 09:00დან 22:00საათამდე – აბონენტებს თავდადებულის, აღმაშენებლის,ვიქტორ კრატასიუკის, თამარ მეფის, ილიას, გაბუნიას,ვაჩნაძის და მიმდებარე ქუჩებს. 12:00დან 12:30საათამდე -აბონენტებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.

ჩხოროწყუ. 10:20დან 18:30საათამდე  -აბონენტებს სოფლებში ხაბუმე, ჭოღა.

სენაკი. 11:00დან 18:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით -აბონენტებს სოფლებში  მენჯი, ნოსირი, თეკლათი, ეკი, ბათარია, სენაკში ღვინჯილიას, ვაჩნაძის, აკაკი ელიავას, ვახანიას და მიმდებარე ქუჩებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი