17 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობას ელექტროენერგია შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას, “ენერგო პრო ჯორია” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე – 4701 აბონენტს ქ.ზუგდიდში შარტავას, პუშკინის, აღმაშენებლის, ქირიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში აბასთუმანი, ერგეტა, ახალსოფელი, კორცხელი, ჭკადუაში და მიმდებარე სოფლებში. 11:00-17:00 საათამდე 384 აბონენტს სოფლების ნაწილში ინგირი, ჭითაწყარი, ოირემეში.
ფოთი – 11:00-13:00 საათამდე 234 აბონენტს ქ.ფოთში ლოლუას ჩიხი, კოსტავას და ლოლუას ქუჩებზე. 12:00-17:30 საათამდე 287 აბონენტს აჭარის, დავითაიას, ბარნოვის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00-17:00 საათამდე 9824 აბონენტს რიონის სანაპირო, 8 მარტის, სოხუმის, მიქაბერიძის, თავდადებულის და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 11:00-14:00 საათამდე 5575 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, დ.აღმაშენებლის, თამარ მეფის, ილიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ნორიო, ძველი აბაშა, ონტოფო, გეზათი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-15:00 საათამდე 529 აბონენტს ქ.აბაშაში კილასონიას, მშვიდობის, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-17:00 საათამდე მონაცვლეობით 1887 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი, შუბლაძის, 26 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში მარანი, მაიდანი, სამიქაო და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 10:45-18:00 საათამდე – 347 აბონენტს ქ. წალენჯიხაში სალიას, ტაბიძის, გრანელის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ფახულანი, ჭალე , ქვედა ჭველეში.
ჩხოროწყუ – 11:30-17:30 საათამდე 1514 აბონენტს სოფლებში ზუმი, მუხური, თაია, ხაბუმეში.
მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე 1612 აბონენტს სოფლებში თამაკონი, ნახურცილაო, ბანძა, ვედიდკარი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-12:00 საათამდე 89 აბონენტს სოფელ სალხინოში.
ხობი – 11:00-17:00 საათაამდე 288 აბონენტს მონაცვლეობით სოფელ ზემო ქვალონში. 11:00-18:00 საათამდე 241 აბონენტს ქ.ხობში დადიანის ქუჩის ნაწილში, ასევე სოფლებში ძველი და ახალი ხიბულა.
სენაკი – 12:00-18:30 საათამდე 748 აბონენტს სოფლებში მენჯი, ეკი, უშაფათი და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.