„Gem Fest 2018“ მიმდინარე წელს “Check in Georgia“-ს პროგრამის ფარგლებში არ მონაწილეობს

„Gem Fest 2018“-ი მიმდინარე წელს “Check in Georgia“-ს პროგრამის ფარგლებში არ მონაწილეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

„ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ „Gem Fest“-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ფესტივალის ორგანიზატორებს არ მიუმართავთ ფართის მფლობელისთვის – ეკონომიკის სამინისტროსთვის ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფესტივალის ბილეთების გაყიდვა ამ კუთხითაც ნაადრევად გვეჩვენება, როდესაც არ არის გარკვეული ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა. ამავდროულად, როგორც მათ არ მიუმართავთ ჩვენი კოლეგებისთვის ფართის ნაწილში, ასევე არც ჩვენთვის მოუმართავთ საორგანიზაციო, სარეკლამო, ან რაიმე ტიპის ფინანსურ დახმარებაზე. არანაირი კომუნიკაცია საორგანიზაციო ჯგუფთან არ ყოფილა და შესაბამისად, არანაირი მხარდაჭერ ან დახმარება ჩვენი მხრიდან განსაზღვრული არ არის“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

tkt.ge-ზე ფესტივალის ბილეთები გაყიდვაშია. მათივე ინფორმაციის მიხედვით, “GEM Fest 2018”  სოფელ განმუხურში ახალ ფორმატში ჩატარდება და 4 დღე – 9-დან 12 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი