17 ივლისს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

17 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 10:30-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2447 აბონენტს სოფლებში ანაკლია, განმუხური, კახათი, ყულიშკარი, ერგეტა, გრიგოლიში და მიმდებარე სოფლების ნაწილში.

ფოთი. 11:40-18:30 საათამდე 74 აბონენტს ათონელის, 300 არაგველის, ნინოშვილის, ჯორჯაძის ქუჩების ნაწილში.

ხობი. 12:00-13:30 საათამდე 146 აბონენტს სოფელ ნოჯიხევში.

მარტვილი. 11:00-18:30 საათამდე  მონაკვეთში მონაცვლეობით  272 აბონენტს სოფლებში ჯოლევი, აბედათი.

წალენჯიხა. 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 398 აბონენეტს ქ.წალენჯიხაში ზუგდიდის, სოსელიას, გაგრინის. ლევან II დადიანის (2 აბონენტი) ქუჩების ნაწილში, სოფლებში ჯვარი, ჯვარზენი, ზღვაია და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა.  11:15-15:00 საათამდე 55 აბონენტს სოფელ ზანათში.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი