ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა საჯარო დაწესებულების, მათ შორის გუბერნიის და მერიების შენობებზე.

ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, დაღუპულია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი