19 ოქტომბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო–პროჯორჯიას“ ქსელში. 

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 10:00დან 19:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ოდიში, ყულიშკარი, რუხი, ნაწულუკუ და მიმდებარე სოფლებს, ზუგდიდში წერერთლის, აღმაშენებლის, თამარ მეფის, ხელაიას, გორგასლის, სოხუმის, გრანელის, ჩიქოვანის, ფიფიას და მიმდებარე ქუჩებს.11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს  სოფლებში ყულიშკარი, გრიგოლიში, ჯიხაშკარი, კოლხიდა და მიმდებარე სოფლებს.

წალენჯიხა. 09:30დან 19:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლობით -აბონენტებს  ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, კალანდიას, მიქავას, თამარ მეფის, წმ.ნინოს, ლევან IIდადიანის,  რუსთაველის, სამეგრელოს, ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ნაკიფუ, მიქავა, ჯგალი, ჯვარი, საჩინო, ეწერი და მიმდებარე სოფლებს.

ხობი. 11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს  სოფლებში ძველი ხიბულა, ქვემო ქვალონი, შუა ქვალონი, ქვალონი, ნოჯიხევი, ხობში დადიანის, შანიძის და მიმდებარე ქუჩებს. 

11:00დან 11:05საათამდე და 18:00დან 18:05საათამდე – აბონენტებს სოფლებში ახალი სოფელი, პირველი ხორგა, საგვიჩიო, გაღმა შუა ხორგა. 11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს  სოფლებში ქარიატა, ყულევი, შუა ხორგა.

აბაშა.11:00დან 18:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში   ძველი აბაშა, კაპანა, კვათანა, ნოღოხაში, ნორიო, აბაშაში გამსახურდიას, თამარ მეფის, თოფურიას, შუბლაძისა და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკი. 11:00დან 18:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჭალადიდი, ზ/ჭალადიდი, თეკლათი, ძველი სენაკი, ეკი. 11:00დან 17:00საათამდე – აბონენტებს სოფლებში  ნოსირი, შხეფი, გეჯეთი, სენაკში სტალინის ქუჩას. 10:00დან 18:30საათამდე სოფელ ნოსირის ნაწილს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი