“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 2 მარტს, სამეგრელოში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:30-18:30 საათამდე 2548 აბონენტს ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, მოსაშვილის, მექაღალდის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ახალსოფელი, ერგეტა, ახალი აბასთუმანი, ჭკადუაში, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი – 11:00-14:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 683 აბონენტს ქ.ფოთში აგრარული ბაზრის მიმდებარე სავაჭრო ცენტრი, ჭანტურიას, სამეგრელოს მოედანი, გამსახურდიას, რუსთაველის რკალი და მიმდებარე ქუჩებზე.
ჩხოროწყუ – 11:00-17:30 საათამდე 648 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში კ.გამსახურდიას, არახამიას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ხაბუმე, ლეწურწუმეში.
მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე 333 აბონენტს ქ.მარტვილში ჭყონდიდელისა და თავისუფლების ქუჩებზე, სოფლებში ბალდა, გაჭედილი, ხუნწი, ნაგვაზაო და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 891 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ხობელიას, ლევან II დადიანის, მიქავას ქუჩებზე, ასევე სოფლებში მიქავა, ჯგალი, ფახულანი და მიმდებარე სოფლებში.
ხობი – 11:00-17:30 საათამდე 125 აბონენტს სოფლებში პატარა ფოთი, საჭოჭუო, ჭალადიდში. 15:20-17:20 საათამდე 134 აბონენტს ქ.ხობში ცოტნე დადიანის, თამარ მეფის სანაპირო, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.