მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა ტიპის ტრანსპორის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ33 მონაკვეთზე (ენგურჰესთან) ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა” – ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტისვე ინფორმაციით, პრობლემურ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს და მოძრაობა უმოკლეს ვადაში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი