“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 ნოემბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამეგრელოს მოსახლეობის შემდეგ ქალაქებს და მუნიციპალოიტეტებს:
ზუგდიდი – 08:00-18:30 საათამდე 1702 აბონენტს სოფლებში რუხი, რიყე, ტყაია და მიმდებარე სოფლებში. 10:00-18:30 საათამდე 444 აბონენტს სოფლებში ნარაზენი,შამადელა. 11:50-18:30 საათამდე 1697 აბონენტს სოფლებში ცაიში, ცაცხვი, დარჩელი, დიდინეძი და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 381 აბონენტს ქ. წალენჯიხაში ლევან II დადიანის, მიქავას ქუჩებზე, ასევე სოფლებში ჯგალი, ზუმი, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში..
აბაშა – 13:00-15:00 საათამდე 67 აბონენტს სოფელ ქოლობანში. 14:00-17:00 საათამდე 389 აბონენტს ქ.აბაშაში რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე, ასევე სოფლებში ნორიო, სუჯუნა, კაპანა.
ფოთი – 11:00-13:00 საათამდე 237 აბონენტს ქ.ფოთში აკაკის, მოწერელიას, კაკულიას და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-14:00 საათამდე 200 აბონენტს ქ.ფოთში კლდიაშვილის, პაიჭაძის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-16:30 საათამდე 356 აბონენტს ქ.ფოთში ფალიშვილის, პუშკინის, დანელიას და მიმდებარე ქუჩებზე.
მარტვილი – 11:00-18:30 საათამდე 1008 აბონენტს სოფლებში ლეხაინდრაო, ნაჯახაო, ბანძა, ნაგვაზაო. 11:00-16:00 საათამდე 36 აბონენტს სოფელ კურზუში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.