სენაკს ახალი სამხატვრო გალერეა აქვს

სენაკის გალერეას სრულის რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა შენობის შიდა ინტერიერი; განახლდა გარე ფასადი; დამონტაჟდა სამუზეუმო განათების თანამედროვე სისტემა. რეაბილიტირდა შენობის ორივე სართულზე არსებული სამუშაო სივრცეები და სადემონსტრაციო დარბაზები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. პროექტის ღირებულებამ 126 080 შეადგინა. სამუშაოებზე დასაქმებული იყო 15 ადამიანი;

1979 წელს აშენებული გალერეა ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. გალერეის ფონდში 300-ზე მეტი ფერწერა, ქანდაკება და გრაფიკაა დაცული, მათ შორის აღსანიშნავია: ლ. გუდიაშვილის, ა. ვარაზის, გ. თოიძის, ვ. დუგლაძის, ფ. ლაპიაშვილის, გ.ა ალექსი-მესხიშვილის და სხვათა ნამუშევრები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი