2 სექტემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, 2 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: დარჩელს, რუხს, ანაკლიას, ჩხორიას, კოლხიდასა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ქუჩებს: საჯაიას, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, თავისუფლებისა და მიმდებარე ქუჩებს.

სენაკში – 10:15-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხორშს, ფოცხოს, უშაფათს, ახალსოფელს,ლეძაძამესა და მიმდებარე სოფლებს. ქ.სენაკში ქუჩებს: ასათიანის, ფურცელაძის, მშვიდობისა და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხაში – 11:45-დან 19:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფელ ჯვარს.

ფოთში – 10:15-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ჩიტაძის, გამსახურდიას, გურამიშვილის, ბარათაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

მარტვილში – 06:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: გამსახურდიას, თავისუფლების, დადიანის, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებს.

ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხიბულას, საჯიჯაოს, ძველ ხიბულასა და მიმდებარე სოფლებს.

აბაშაში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მარანს, გაუწყინარს, ეწერსა და მიმდებარე სოფლებს.

ჩხოროწყუში – 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლესიჭინესა და კირცხს.

ბონენტთა ენერგომომარაგებააღდგებასამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი