ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით, “ენერგო პრო ჯორჯია” სამეგრელოს მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 და 22 იანვარს სამეგრელოს მოსახლეობას ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვები ეხება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
20 იანვარს, 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 699 აბონენტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სანაჭყებო, ჭკადუა, კორცხელი და მიმდებარე სოფლებში;
22 იანვარს, 10:00-დან 18:30 საათამდე 1846 აბონენტს ზუგდიდში – ბერიას, ოდიშის, ცაიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ჭაქვინჯი, ყულიშკარი, ახალი აბასთუმანი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 12:30 საათამდე 748 აბონენტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორულუ, დღვაბა და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 17:30 საათამდე 151 აბონენტს ლესიჭინეში, 11:00-დან 17:30 საათამდე 2671 აბონენტს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეხაინდრაო, ნაჯახო, ნაგვაზაო, აბედათი, კურზუ და მიმდებარე სოფლებში,
12:30-დან 14:00 საათამდე 260 აბონენტს ანაკლიაში, 14:00-დან 15:30 საათამდე 353 აბონენტს ანაკლიაში, 15:30-დან 17:00 საათამდე 40 აბონენტს დარჩელში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.