21 აგვისტოს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  სამეგრელოს აბონენტების ნაწილს.

21 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1988 აბონენტს ქ.ზუგდიდში კრილოვის, ერისთავის, გრიბოედოვის, დ.აღმაშენებელის, ბარნოვის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ინგირი, ჭითაწყარი,  ცაცხვი, ცაიში, დიდინეძი და მიმდებარე სოფლების ნაწილში, ხობის სოფელ ხამისკურში.

წალენჯიხა. 10:00-18:00 საათამდე 533 აბონენტს სოფლებში ეწერი,  საჩინო, მედანი, ჯვარის ნაწილი და მიმდებარე სოფლებში, ქ.წალენჯიხაში სტალინის, ადამიას, ლევან II დადიანის, ზუგდიდის ქუჩების ნაწილში.

სენაკი. 11:00-18:00 საათამდე 297 აბონენტს სოფლებში უშაფათი, ფოცხო, ეკი.

აბაშა.  11:00-15:00 საათამდე 59 აბონენტს სოფელ მარანში.

ფოთი. 14:00-18:00 საათამდე 463 აბონენტს აკაკის, მოწერელიას, თავდადებულის, დანელიას და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ. 15:15-18:30 საათამდე 260 აბონენტს სოფელ ლესიჭინეში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი