სამეგრელოს ახალ გუბერნატორს დღეს წარადგენენ

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში, ახალ გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას ელოდებიან, რომელიც ამ პოსტზე გუშის პრემიერ-მინისტრმა დანიშნა.

მოწერელიას დღეს, 16 საათზე რეგიონის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, მაჟორიტარ დეპუტატებს და მედიის წარმომადგენლებს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი წარუდგენენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონის ახალი გუბერნატორები გუშინ, 20 აგვისტოს წარადგინა. მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ალექსანდრე მოწერელიამ დაიკავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი