22 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო–პროჯორჯიას“ ქსელში. 

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: 

ზუგდიდი. 10:00დან 19:00საათამდე – აბონენტებს ზუგდიდში სოხუმის, გრანელის, ჩიქვანაის, ვეკუას და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს რუხი, ნაწულუკუ. 11:20დან 19:00საათამდე – აბონენტებს  სოფლებში ერგეტა, ანაკლია, ორულუ, ცაიში, ჭითაწყარი, ურთა და მიმდებარე სოფლებს. 11:30დან 19:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში ნაცატუ, კორცხელი.

სენაკი. 11:00დან 18:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს სოფლებში ზანა, ხორში, თეკლათი,სენაკში სამხედრო დასახლებას, ცერცვაძის, არსენას და მიმდებარე ქუჩებს.

მესტია. 11:00დან 11 :10საათამდე და 18:00დან 18:10საათამდე – აბონენტებს დაბა მესტიაში, ნესგუნი.

ფოთი. 11:30დან 19:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით – აბონენტებს კოსტავას, ზერაგიას, ფარნავაზ მეფის, მარჯანიშვილის, კლდიაშვილის, აგრარულ ბაზარს და მიმდებარე ქუჩებს.

წალენჯიხა. 11:30დან 19:30საათამდე – აბონენტებს სოფლებში ობუჯი, ზღვაია, ნაცატუ, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი